უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ბავშვებში სუიციდის მაჩვენებელმა 200%-ით იმატა, რაშიც დამნაშავე მშობლები ვართ!
დუმილი ოქროზე ძვირად ფასობს, თუმცა არა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ჩვენს პატარას ეხება... თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ციფრულმა ტექნიკამ განვითარების მწვერვალს მიაღწია, ოჯახებში სიჩუმე და სიმშვიდე მეფობს, რისგანაც ყველაზე მეტად მოზარდები და მათი ფსიქიკა ზიანდება. გარდა ამისა, მშობლები იმდენად დაკავებულები არიან საკუთარ ფინანსებზე და პრობლემებზე ფიქრით, რომ საერთოდ ვერ აქცევენ ყურადღებას ბავშვის ემოციურ მდგომარეობას. უკანასკნელი 15 წლის განმავლობში ბავშვებში ფსიქიკურმა დაავადებებმა საგრძნობლად იმატა, რაც ჩვენი, მშობლების ბრალია.
თუ გსურთ, თქვენი შვილები ჯანსაღები და ბედნიერები გაიზარდნონ, აუცილებლად დაუთმეთ მათ საკმარისი დრო და ყურადღება. მშობლის ზედამხედველობის დეფიცტს საშინელ შედეგებამდე მივყავართ. რა ემუქრება ბავშვს, როდესაც ის მშობლებისგან საკმარის ყურადღებას ვერ იღებს და როგორ დავიცვათ ის ფსიქიკური აშლილობისგან? ამის შესახებ დღეს დეტალურად მოგითხრობთ ''Fpaparazzi''-ის რედაქცია.
ჯანსაღი ბავშვობა
ხანდახან მშობლებს ყოველივე ეს სისულელედ მიგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი შვილი არასდროს ჩავარდება მსგავს სიტუაციაში, რაც ჩვენი მხრიდან უპატიებელი შეცდომაა. გარდა ამისა, უამრავი ადამიანისთვის ბავშვის ბედნიერება ბევრ სათამაშოსთან, კარგ ტანსაცმელთან და სიურპრიზებთან ასოცირდება, თუმცა რამდენად ხშირად ეკითხებით თქვენს პატარას, არის თუ არა ბედნიერი ის? გაქვთ კი საკუთარ შვილთან ურთიერთობა ისე კარგად ჩამოყალიბებული, რომ პატარა საკუთარ პრობლემებზე თამამად გესაუბროთ? ყურადღების დეფიციტი - თანამედროვე მშობლების სენი.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ბავშვების რიცხვი დღითიდღე იზრდება. მეტიც, 15 წლამდე ბავშვების მაჩვენებელმა, რომლებიც სტრესისგან იტანჯებიან, 37%-ით იმატა, ხოლო უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში 10 დან 14 წლამდე ბავშვებში სუიციდის მაჩვენებელმა - 200%-ით. ნამდვილი საშინელებაა, არა?
დამნაშავე ყოველივე ამაში არა ინტერნეტი, არამედ - ჩვენ, მშობლები ვართ. რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს, ამ ფაქტში ეჭვს ვერავინ შეიტანს. გაიხსენეთ, როგორი იყო თქვენი ბავშვობა: უამრავი დავალება სახლში, გასართობი თამაშები, რომლებიც ფიზიკურ აქტივობას მოითხოვდა, გაცილებით ჯანსაღი კვება, ვიდრე დღეს, ძილის სწორი რეჟიმი და ა.შ. ახლა კი შეხედეთ თანამედროვე ბავშვებს. რა არის მათი ძირითადი მოთხოვნა? დიახ, ძვირადღირებული თანამედროვე ტექნიკა.
როგორ ავარიდოთ ფსიქიკური აშლილობა ჩვენს პატარას?
თუ გსურთ, დაიცვათ თქვენი შვილების ჯანმრთელობა და ხელი შეუწყოთ მათ ნორმალურ ზრდა-განვითარებას, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები. დაიწყეთ პატარებთან ურთიერთობის დალაგება დღეიდანვე, რათა მომავალში დაგვიანებული არ აღმოჩნდეს... გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

- იურთიერთეთ თქვენს შვილთან ისე, თითქოს ის თქვენი თანატოლი იყოს, რათა მას ჩამოუყალიბდეს ნდობა მშობლის მიმართ. ყოველთვის წაიყვანეთ თან, როდესაც სტუმრად მიდიხართ, რათა თქვენი შვილი მიეჩვიოს უცხო ხალხთან ურთიერთობას და ისწავლოს საზოგადოებაში სწორი მოქცევა.
- უზრუნველყავით თქვენი შვილები ყოველივე იმით, რაც მათ სჭირდებათ და არა იმით, რაც მათ უნდათ. არასდროს მოერიდოთ მისთვის უარის თქმას, თუმცა ყოველთვის განამტკიცეთ თქვენი პასუხი არგუმენტებით.
- ყოველდღიურად მოაწყეთ ოჯახური შეკრება, თავყრილობა, სადაც თანამედროვე მოწყობილობების გამოყენება კატეგორიულად აკრძალული იქნება. გამოყავით კვირაში 1 დღე, რომელსაც მხოლოდ თქვენს ოჯახს მიუძღვნით.
- ყოველდღიურად მიეცით ბავშვს სახლში შესასრულებელი დავალებები: საკუთარი სათამაშოების დალაგება, ჩანთებიდან პროდუქტების ამოღება, კერძის მომზადებაში დახმარება და ა.შ.
- არ მისცეთ თქვენს შვილს მობილური ტელეფონის გამოყენების უფლება რესტორანში ან მაღაზიაში ყოფნისას, ჭამის დროს, მანქანით მგზავრობისას. მისმა ტვინმა დამოუკიდებლად უნდა შეძლოს მოწყენილობის გამკლავება.
- შეუზღუდეთ ბავშვს თანამედროვე ტექნიკასთან წვდომა. საწყის ეტაპზე აიძულეთ მას თანატოლებთან ურთიერთობა, რათა მან შეძლოს მეგობრებთან საერთო ენის გამონახვა.
- აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თქვენ მის მიმართ დიდი სიყვარული გაკავშირებთ, გაინტერესებთ მისი ცხოვრება, ინტერესები, სამეგობრო წრე და ა.შ. არასდროს გააკეთოთ მის ნაცვლად ისეთი რამ, რისი გაკეთებაც დამოუკიდებლადაც უნდა შეძლოს. მაგალითად, არ შეუკრათ თასმები 9 წლის ბავშვს და არ გაუხსნათ ნაყინის შეფუთვა 5 წლისას.