ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, მარტივი პროდუქტებია... კერძი კი საფირმო გამოდის!
დღეს fpaparazzi რედაქცია საოცარ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ესპანურ სამზარეულოს დაესესხა.
საჭირო მასალა:
ინგრედიენტები სოუს ბეშამელისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 5 კვერცხი
- 250 გ შერეული ფარში
- 1 საშუალო თავი ხახვი
- 150 მლ თეთრი ღვინო
- 4 ს/კ ტომატის სოუსი
- მაგარი სახეობის ყველი გემოვნებით
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი
ინგრედიენტები სოუს ბეშამელისთვის:
- 0,5 ლ რძე
- 2 ს/კ ფქვილი
- 15 გ კარაქი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით
მომზადების წესი:
- დადგით საშუალო ცეცლხზე ტაფა, დაასხით ზეთი, გააცხელეთ და დაუმატეთ ფარში.
- სანამ ხორცი ითუშება, დაჭერით ხახვი და დაუმატეთ ფარშს.
- როცა ხახვი გაოქროსფრდება, დაუმატეთ თეთრი ღვინო და დაუკელით ცეცლხს. გააგრძელეთ თუშვა, თან დროდარდრო ურიეთ.
- მოხარშეთ კვერცხი მაგრად და გაფცქვენით.
- გაჭერით კვერცხი შუაზე და ამოაცალეთ გულები.
- ახლა შეუდექით სოუსის მომზადებას. დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, რათა გაადნოთ მასში კარაქი.
- დაუმატეთ ფქვილი და კარგად აურიაეთ. შემდეგ თანდათან ჩაუშვით რძე, თან შეუჩერებლად ურიეთ. დაუმატეთ სანელებლები და გააგრძელეთ მორევა, სანამ არ მიიღებთ არაჟნის კონსისტენციის მასას.
- გადაიტანეთ მზა ფარში ჯამში და შეაზილეთ კვერცხის გულები. დაუამტეთ სოუსის ნახევარი.
- ყველაფერი კარგად აურიეთ. გაავსეთ კვერცხის ცილები მიღებული გულსართით და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში.
- დაასხით დარჩენილი სოუსი ბეშამელი.
- ზემოდან მოასხით ტომატის სოუსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. რა თქმა უნდა, რაც მეტი იქნება ყველი, მით გემრიელი გამოვა კერძი.
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!