საშუალებები, რომლებიც მოგაშორებთ სასქესო ორგანოების შემაწუხებელ ქავილს.
ვულვიტი - გარეთა სასქესო ორგანოების ანთება ხშირად გვხვდება გოგონებში და ასაკოვან ქალებში, რაც დაკავშირებულია ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან, ორგანიზმის ასაკობრივი განვითარებასთან დაკავშირებით. ვულვიტის დამახასიათებელი სიმპტომებია ქავილის შეგრძნება, რომელიც ტკივილში გადადის სიარულის და შარდვის დროს, სასირცხო ბაგეების ანთებითი პროცესი, ჩნდება მოყვითალო - მომწვანო ფერის გამონადენი, უსიამოვნო სუნით. ვულვიტის საპროფილაქტიკოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირადი და პარტნიორის ჰიგიენის დაცვას. ვულვიტის დროს რეკომენდებულია დაბანა კარბოლის შემცველი საპნით დღეში 2 - 3 - ჯერ. სასურველია ინტიმური ჰიგიენისთვის ანტისეპტიკური სითხეების გამოყენება. ქავილის დროს აუცილებელია სასქესო ორგანოების მუდმივი სისუფთავე. უხვი გამონადენის შემთხვევაში საჭიროა ნეიტრალური ინტიმური საპნით დაბანა 2- ჯერ დღეში. შემდეგ უნდა შემშრალდეს და დაეყაროს ტალკი, რომელსაც დამატებული აქვს ბორის მჟავას ფხვნილი.
რეცეპტები ვულვიტის სამკურნალოდ:
რეცეპტები ვულვიტის სამკურნალოდ:
- 1 ჩ/კ ველური იორდასალამის დაფქულ ფესვებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, ნელ ცეცხლზე ხარშეთ 3 - 5 წთ, დააყენეთ 2 - 3 სთ, წინასწარ უნდა ჩატარდეს საშოს გამორეცხვა მარილიანი ან სოდიანი წყლით ( 1 ჩ/კ 1 ჭ გადადუღებულ ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებულ წყალზე ) წამოდექით 10 წთ გაიარ - გამოიარეთ. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ნაყენით საშოს გამორეცხვა, მწოლიარე მდგომარეობაში. ველური იორდასალამის არქონის შემთხვევაში, შეიძლება გამოიყენოთ ბაღის იორდასალამის ფესვები.
- შემაწუხებელი ქავილის დროს თიხის ქოთანში ან ემალირებულ ქვაბში გაადნეთ 50 გრ კაკაოს ცხიმი და 5 გრ სოჭის ზეთი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააგრილეთ 35 - 40 o C - მდე. საღამოს ჩაიტარეთ საშოს გამორეცხვა სოდიანი წყლით, შემდეგ მიღებულ მასაში დასველებული ტამპონი მოათავსეთ საშოში, ტამპონი გააჩერეთ დილამდე. რამდენიმე დღეში ქავილი თუ განახლდა შეიძლება პროცედურის გამეორება. ამავდროულად მიიღეთ დასალევად ნაყენი: თანაბარი რაოდენობის ორკბილას ბალახი, ველური ვარდკაჭაჭა, კრაზანა, გულყვითელას ყვავილი, არყის ხის ფოთლები, სვიის გირჩები, ყველაფერი კარგად აურიეთ. 2 ს/კ ნაკრებს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 3 /4 ჭ 3-ჯერ დღეში, 30 წთ - ით ადრე ჭამამდე.
- ქავილის დროს საღამოობით სასქესო ორგანოები დაიბანეთ შემდეგი ნაყენით: 2 ს/კ კრაზანას დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ, გააგრილეთ.
- ქავილის დროს სასარგებლოა ჩაჯდეთ შაბიამინიან აბაზანაში 1 ჩ/კ 5 ლ გადადუღებულ და გაგრილებულ წყალზე. აბაზანის ხანგრძლივობა 10 - 15 წთ, წყლის ტემპერატურა უნდა უახლოვდებოდეს სხეულის ტემპერატურას.