ბადრიჯნისა და სოკოს წვნიანი ყველის ჩხირებით
ეს წვნიანი ნაკლებკალორიულია, ასე რომ, შეგიძლიათ გემრიელად და თამამად მიირთვათ. მთავარია, ვინც ფიგურას უფრთხილდება, ცდუნებას გაუძლოს და ბევრი არ მიაყოლოს ყველის ჩხირები, რომელთან ერთადაც წვნიანი განსაკუტრებით გემრიელია.
საჭირო მასალა:
ერთ მუჭა თეთრი სოკო
1 ცალი წითელი ცხარე წიწაკა
სტაფილო 1 ცალი
10 ცალი ქამა სოკო
მარილი
პატარა კონა მწვანე ხახვი - მხოლოდ თეთრი თავები
2 ს/კ ქუნჯუთის მარცვლები
1 ღერი ოხრახუშის ძირი
2 ცალი ბა დრიჯანი
ნიორი 1 კბილი
ყველის ჩხირებისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
ერთ მუჭა თეთრი სოკო
1 ცალი წითელი ცხარე წიწაკა
სტაფილო 1 ცალი
10 ცალი ქამა სოკო
მარილი
პატარა კონა მწვანე ხახვი - მხოლოდ თეთრი თავები
2 ს/კ ქუნჯუთის მარცვლები
1 ღერი ოხრახუშის ძირი
2 ცალი ბა დრიჯანი
ნიორი 1 კბილი
- ერთ მუჭა თეთრი სოკო
- 1 ცალი წითელი ცხარე წიწაკა
- სტაფილო 1 ცალი
- 10 ცალი ქამა სოკო
- მარილი
- პატარა კონა მწვანე ხახვი - მხოლოდ თეთრი თავები
- 2 ს/კ ქუნჯუთის მარცვლები
- 1 ღერი ოხრახუშის ძირი
- 2 ცალი ბადრიჯანი
- ნიორი 1 კბილი
- დაფნის ფოთოლი
ყველის ჩხირებისთვის:
- 150 გ ნაღების ყვლი
- მზა ფენოვანი ცომი
- 4 კბილი ნიორი
- მარილი
მომზადების წესი:
- ხმელი სოკო გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში. დაუმატეთ გარეცხილი სტაფილო, ოხრახუშის ძირი, ნიორი, დაფნის ფოთოლი და მწვანე ხახვი. დაასხით ცივი წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოხადეთ ქაფი, დაუკელით ცეცხლს, დაუმატეთ მარილი და ხარშეთ 15 წუთი. შემდეგ გაწურეთ ბულიონი. სოკო დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით. ქამა სოკოც გარეცხეთ, დაჭერით თხელ ფირფიტებად. გაახურეთ ტაფაზე ზეთი და შეწვით ბადრიჯანი და სოკო ერთად 5 წუთის განმავლობაში. გაწურულ ბულიონში გადაიტანეთ მოხარშული თეთრი სოკო, ბადრიჯანი და ქამა სოკო. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 10 წუთი.
- ცხარე წიწაკა გარეცხეთ, ამოაცალეთ თესლი, დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაუმატეთ წვნიანს.
- სანამ სუფი იხარშება, მაომზადეთ ყველის ჩხირები. ნიორი გაფცქვენით, დაჭერით და აურიეთ ნაღების ყველში. ცომი გაარბტყელეთ 1 მმ სისქის სწორკუთხედად. გაუსწორეთ კიდეები, წაუსვით ცომის ერთ ნაწილს ყველის მასა და გადაკეცეთ. კვლავ გააბრტყელეთ.
- დაჭერით წვრილ ზოლებად. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, დაალგაეთ ცომის ზოლები და აცხვეთ 15 წუთი.
- მშრალ ტაფაში მოხალეთ ქუნჯუთ 2 წუთის განმავლობაში და დაუამტეთ წვნიანში. ადუღეთ კიდევ 2 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. გაანაწილეთ თეფშებზე და მიიტანეთ სუფრასთან გამომცხვა ყველის ჩხირებათან ერთად.
გემრიელად მიირთვით!