ჩიხირთმა - ყველაზე გემრიელი ქართული წვნიანი

ჩიხირთმა - ყველაზე გემრიელი ქართული წვნიანი
fpaparazzi ნამდვილი ქართული წვნიანის, ჩიხირთმის რეცეპტს გთავაზობთ:

საჭირო მასალა:

  • ქათამი 1 ცალი
  • ოხრახუში
  • კვერცხი 3 ცალი
  • შავი პილპილი მარცვლები
  • დარიჩინი
  • მარილი
  • ქინძი
  • ზაფრანა
  • წყალი 2 ლ
  • სტაფილო 1 ცალი
  • ფქვილი 3 ს/კ
  • ხახვი 4 თავი
  • კარაქი 1 ს/კ
  • თეთრი ღვინის ძმარი 3 ს/კ
  • წითელი ცხარე წიწაკა 1 ცალი


მომზადების წესი:

  1. გარეცხილი და გასუფთავებული ქათამი ქვაბში, დაასხით ცივი წყალი, დაუმატეთ მთლიანი 1 თავი ხახვი, სტაფილო, პილპილის მარცვლები და წიწაკა. დააფარეთ თავსახური და ხარშეთ 1-2 საათი, პერიოდულად მოხადეთ ქაფი.
  2. მოხარშული ქათამი ამოიღეთ ბულიონიდან, მოხადეთ ცხიმი და ჩაასხით ცხიმი სუფთა ქვაბში, დაუმატეთ კარაქი და დაჭრილი ხახვი. მოხრაკეთ.
  3. 1 ჭიქა ბულიონში გახსენით ფქვილი და დაასხით მოხრაკულ ხახვს, წამოადუღეთ და დაუმატეთ ადუღებულ ბულიონს, წამოადუღეთ და დაუმატეთ მწვანილის შეკრული კონა.
  4. 30 წუთში დაუმატეთ დარიჩნი, შავი პილპილი, დანაყილი ქინძის მარცვლები, ძმარი, მარილი და ხარშეთ კიდევ 15 წუთი.
  5. გადმოდგით ბულიონი ცეცხილიდან, ამოიღეთ მწვანილის კონა და დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი (დაუმატეთ ცოტა ცხელი ბულიონი), თან სწრაფად ურიეთ. დადგით ბულიონი ისევ ცეხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  6. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატეთ მზა წვნიანში წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან ქინძი.