სამარხვო წვნიანი ბადრიჯნითა და სოკოთი
ამ რეცეპტით მომზადებული რეცეპტი ძალიან დაბალკალორიულია, ასე რომ იგი თამამად შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენს რაციონში თუკი გარეგნობაზე მუდმივად ზრუნავთ
მომზადების დრო- 30 წუთი, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 325 კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების დრო- 30 წუთი, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 325 კკ-ია.
საჭირო მასალა:
- ერთი მუჭი თეთრი სოკო
- 1 ცალი მწარე წიწაკა
- სტაფილო- 1 ცალი
- 10 ცალი შამპინიონი
- მარილი
- მწვანე ხახვის საშუალო კონა
- 2ს.კ ხმელი ქინძი
- ოხრახუში
- 2 ცალი ბადრიჯანი
- ნიორი- 1 კბილი
- დაფნის ფოთოლი
- 150გ ყველი
- 4 კბილი ნიორი
- მარილი
- მშრალი სოკო გარეცხეთ და ქვაბში ჩაყარეთ. დაუმატეთ გათლილი სტაფილო, ოხრახუში, ნიორი, დაფნის ფოთოლი და მწვანე ხახვი. დაასხით ცივი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოხსენით ქაფი, დაუწიეთ ცეცხლს, დაუმატეთ მარილი და ხარშეთ 15 წუთით. გადაწურეთ ბულიონი, სოკო კი დაჭერით.
- ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით. ქამა სოკო გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად.
- ტაფაზე გაახურეთ მცენარეული ზეთი და 5 წუთის განმავლობაში შეწვით ბადრიჯანი სოკოსთან ერთად.
- გაწურულ ბულიონში დაუმატეთ მოხარშული თეთრი სოკო, ბადრიჯანი და ქამა. ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.
- წიწაკა გარეცხეთ, მოაშორეთ თესლი და დაჭერით კუბებად. შემდეგ კი დაუმატეთ ბულიონს.
- სანამ წვნიანი გამზადდება, ფენოვანი ცომისგან მოამზადეთ ჩხირები.
- ნიორი გაასუფთავეთ, დაჭყლიტეთ და აურიეთ ყველთან ერთად.
- ცომი გააბრტყელეთ ძალიან თხლად. წაუსვით მიღებული მასა. გადაკეცეთ შუაზე და ისევ გააბრტყელეთ. შემეგ კი წვრილად დაჭერით.
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე, საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და აცხვეთ ჯოხები 15 წუთის განმავლობაში.
- წვნიანი მიიტანეთ სუფრასთან ფენოვან ჩხირებთან ერთად.