მან უბრალოდ მოათავსა სპაგეტი კექსის ფორმებში. შედეგად სუპერ კერძი მიიღო!

მან უბრალოდ მოათავსა სპაგეტი კექსის ფორმებში. შედეგად სუპერ კერძი მიიღო!
ეს კერძი არა მხოლოდ ნოყიერი და ძალიან გემრიელია, არამედ საოცრად მადისაღმძვრელად გამოიყურება! თუკი გუსრთ, შთაბეჭდილება მოახდინოთ ოჯახის წევრებსა და სტუმრებზე, ეს სპაგეტის მომზადების იდეალური ვარიანტია!

საჭირო მასალა:
  • ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
  • 50 გ კარაქი
  • ½ გახეხილი ყველი (აჯობებს პარმეზანი)
  • ½ ჭიქა ტომატის სოუსი
  • 12-13 ხორცის გუფთები

მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ ჩვეულებისამებრ სპაგეტი.



  2. მზა მაკარონში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ დაფქული შავი პილპილი და ხმელი იტალიური ბალახები.



  3. მოაყარეთ გახეხილი ყველის ნახევარი სპაგეტის.



  4. წაუსვით კექსების ფორმას გამდნარი კარაქი და გაანაწილეთ მათში სპაგეტი.



  5. თითოეულ სპაგეტიში მოათვსეთ თითო ჩაის კოვზი ტომატის სოუსი.



  6. ახლა ხორცის გუფთების ჯერია! ისინი სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხორცის ან თევზის კონსერვით, ქათმის ნაჭრებით ან მოხარშული კვერცხით.



  7. ჩადეთ თითოეულ სპაგეტის ფორმაში გუფთა და მოასხით კვლავ ტომატის სოუსი.



  8. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი. შედგით ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთი.



  9. სპაგეტის მაგინები ბევრად მიმზიდველად და მადისაღმძვრელად გამოიყურება, ვიდრე ჩვეულებრივი ხორციანი მაკარონი!



  10. მზა კერძი შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით და მიიტანოთ სუფრასთან ცხელ-ცხელი.