ცნობილი სპაგეტი - ბოლონეზეს ორიგინალი რეცეპტი
თუკი იტალიური სამზარეულო გიზიდავთ, სპაგეტი ბოლონეზე აცილებლად უნდა დააგემოვნოთ. FPAPARAZZI-ი ამ უგემრიელესი კერძის რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- საქონლის ხორცის ფარში- 400გ
- ღორის ხორცის ფარში-200გ
- ხახვი- 100 გ
- ნიახურის ღერები- 50 გ
- სტაფილო- 100 გ
- ნიორი- 3 კბილი
- ზეითუნის ზეთი- 40 მლ
- კარაქი- 30 გ
- თეთრი, მშრალი ღვინო- 150 მლ
- საქონლის ხორცის ბულიონი- 300 მლ
- ტომატის პასტა- 300 მლ
- გამხმარი ბაზილიკი- 2 ჩ.კ
- შავი დაფქვილი პილპილი- ½ ჩ.კ
- მარილი- 1.5 ჩ.კ
- სპაგეტი- 500 გ
- 20-22 %-იანი ნაღები- 150 გ
მომზადების წესი:
- ხახვი დაჭერით წვრილად;
- ნიახური არ დააქუცმაცოთ;
- სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე;
- ხოლო ნიორი დანით დაჭერით ძალიან წვრილად.
- ხახვი და ნიორი ზეთთან და კარაქთან ერთად კარგად მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე;
- დაუმატეთ სტაფილო და ნიახური და დატოვეთ ცეცხლზე 5 წუთით და თან გამუდმებით ურიეთ.
- ფარში ცოტა ცხიმთან ერთად მოთუშეთ ტაფაზე.
- როდესაც ხორცი ვარდისფერ ელფერს დაკარგავს, დაუმატეთ ღვინო და მანამ თუშეთ, სანამ წვენს არ დაიშრობს.
- შემდეგ დაუმატეთ ფარშს ბულიონი, პომატი (შეგიძლიათ კანგაცლილი და დაბლენდერებული პომიდორიც გამოიყენოთ).
- ხახვი, სტაფილო, სუნელები და 1 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, თავდახურულად თუშეთ. შიგადაშიგ კერძს ამოურიეთ.
- ამასობაში მოხარშეთ სპაგეტი.
- როდესაც ფარში მზად იქნება, შეურიეთ ნაღები და პასტას ზემოდან მოასხით.
გემრიელად მიირთვით.