პასტა სოუსით მხოლოდ 10 წუთში – გენიალური რეცეპტი!

პასტა სოუსით მხოლოდ 10 წუთში – გენიალური რეცეპტი!
იტალიური პასტის ამ რეცეპტმა მთელი მსოფლიოს ინტერნეტი დაიპყრო. ამიტომაც გადაწყვიტა fpaparazzi-მ თქვენც გაგიზიაროთ.
საჭირო მასალა:
  • სპაგეტი – 350 გ
  • პამიდორი ჩერი – 350 გ
  • ხახვი – 1 ცალი
  • ნიორი – 4 კბილი
  • დაფქული წითელი წიწაკა – 0,5 ჩ/კ
  • რეჰანი – 2 ღერი
  • ზეითნის ზეთი – 2 ს/კ
  • მარილი
  • შავი პილპილი
  • წყალი – 4 სუფრის კოვზი
  • გახეხილი ყველი

მოზმადების წესი:
  1. გაჭერით პამიდორი შუაზე, ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად.
  2. რეჰანს მოაცილეთ ფოთლები, ღეროები დაჭერით – ფოთლებიც დაგვჭირდება და ღეროებიც.
  3. ღრმა ტაფაში ჩააწყვეთ სპაგეტი, პამიდორი, ხახვი, ნიორი, წიწაკა, რეჰანის დაჭრილი ღერები.
  4. ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და წყალი.
  5. დადგით ჯერ მაღალ ცეცხლზე.
  6. როცა ადუღდება, დაუკელით ცეცხლს და თან გამუდმებით ურიეთ, სანამ სპაგეტი არ მოიხარშება. ამას 9-10 წუთი დაჭირდება.
  7. როცა მომზადდება, მოაყარეთ კიდევ ცოტაოდენი მარილი და წიწაკა.
  8. გადმოიღეთ თეფშებზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი, მოასხით კიდევ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მორთეთ რეჰანის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით!