ხორცი კაპიტნების რეცპტით- თეფშიდან ზუსტად 5 წუთში ქრება

ხორცი კაპიტნების რეცპტით- თეფშიდან ზუსტად 5 წუთში ქრება
ამ რეცეპტის ძველებური ვარიანტი დიასახლისებისთვის კარგადაა ცნობილი. ამჯერად ამ ცნობილი კერძის ახალ და უფრო გემრიელ ვარიანტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • 500 გ საქონლის ან ღორის ხორცი
  • 2 თავი ხახვი
  • 4-6 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 4ს.კ მცენარეული ზეთი
  • 100გ მაგარი ყველი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

ხორცი კაპიტნების რეცპტით- თეფშიდან ზუსტად 5 წუთში ქრება

ინგრედიენტები სოუსისთვის:
  • 50გ კარაქი
  • 1ს.კ. ფქვილი
  • 250 მგ რძე
  • მარილი

მომზადების წესი:
  1. კარტოფილი გაფცქვენით და კარგად მოხარშეთ.

  2. სანამ კარტოფილი იხარშება, მოამზადეთ სოუსი. ამისათვის გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და კარგად ურიეთ ისე რომ ცეცხლიდან არ გადმოდგათ. როდესაც ქაფს გაიკეთებს, დაუმატეთ ცივი რძე და მარილი. კვლავ გამუდმებით ურიეთ. სოუსი მიიყვანეთ ადუღებამდე და ცეცხლიდან გადმოდგით.



  3. ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად და კარგად დაბეგვეთ ორივე მხრიდან.

  4. ხახვი დაჭერით რგოლებად, კარტოფილი მრგვალ ნაჭრებად, ხოლო ყველი გახეხეთ.



  5. საცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი, მოაწყვეთ ხახვი, ზემოდან ხორცის ნაჭრები, დაუმატეთ მარილი და ზედა ფენად დააწყვეთ კარტოფილი. ზემოდან მოასხით სოუსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.



  6. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20- 25 წუთით.
გემრიელად მიირთვით.