კარტოფილი სოკოთი და ქონდარით- 30 წუთში მოსამზადებელი სამარხვო კერძი
მომზადების დრო- 30 წთ, პორციების რაოდენობა- 3, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა- 541 კკ-ია.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- მარილი
- 1 კგ კარტოფილი
- 3ს.კ კარაქი
- 200გ ქამა სოკო
- 2ჩ.კ ხმელი ქონდარი
- 100 გ გამომშრალი თეთრი სოკო
- მცენარეული ზეთი- 3ს.კ
- თეთრი ხახვი
- გამომშრალ სოკოს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15 წუთით.
- კარტოფილი გათალეთ და მოზრდილ ნაჭრებად დაჭერით.
- მცენარეული ზეთი გაახურეთ ტაფაზე და დაუმატეთ კარტოფილი, შეწვით იგი თითქმის სრულად და დაუმატეთ მარილი და ქონდარი. კარგად აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
- სოკო ამოიღეთ წყლიდან და დაჭერით. ქამა სოკო და ხახვი დაჭერით რგოლებად.
- კარაქი გაადნეთ ტაფაზე დაუმატეთ ორივე სახეობის სოკო და ხახვი. თუშეთ 5- 6 წუთის განმავლობაში, შეურიეთ კარტოფილს და გემრიელად მიირთვით.