წითელი ღვინო მახვილ მხედველობას შეგვინარჩუნებს
წითელი ღვინო ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით, მაგრამ ყველა მათგანი შესწავლილი არ არის. აღმოჩნდა, რომ ამ სუსტ ალკოჰოლურ სასმელს შეუძლია დაგვეხმაროს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებაში. ამის შესახებ იუწყებიან ბრიტანეთის საინფორმაციო სააგენტოები ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.
საქმე ის არის, რომ ყურძნის კანში, რომელიც წარმოადგენს ძირითად ნედლეულს ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის, შედის განსაკუთრებული ნივთიერება - რესვერატროლი. ცნობილია, რომ ის ხელს უშლის ორგანიზმის დაბერების პროცესს და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. თუმცა მკვლევარებმა მიაგნეს გარკვეულ კავშირს ადამიანის მხედველობის მდგომარეობასა და რესვერატროლის უნარს შორის, შეუნარჩუნოს სიჯანსაღე სისხლძარღვებს. მათი დასკვნის მიხედვით, ნივთიერება მნიშვნელოვნად ამცირებს მხედველობის დაქვეითების ალბათობას, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში.
"ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რესვერატროლი ხელს უშლის სისხლძარღვებში ასაკობრივი ცვლილებების განვითარებას. მისი წყალობით თვალის სისხლძარღვებში წნევა ქვეითდება და მცირდება მხედველობის გაუარესების ალბათობა", - აღნიშნა დოქტორმა რაჟენდრა არტმა ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლიდან.
რესვერატროლს გამოყოფს ზოგიერთი მცენარე, მათ შორის - ყურძენიც. იგი ხელს უწყობს მცენარის ბრძოლას პარაზიტების, კერძოდ ბაქტერიებისა და სოკოების, წინააღმდეგ.