როგორ მივხვდეთ, ხშირი შარდვა ცისტიტის ნიშანია თუ ორსულობის?
ცისტიტი შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ეს დაავადება უმეტესად რეპორდუქციული ასაკის ქალებს აწუხებთ. მისი მიზეზი შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციაა, რასაც ხშირად უწყობს ხელს ორგანიზმის გადაცივება. ცისტიტის დროს შარდვას თან სდევს წვა და წელის ტკივილი, რაც ორსულობას არ ახასიათებს. ზუსტი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია შარდის ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ორსულებს ცისტიტი 2 -ჯერ უფრო ხშირად უმწვავდებათ.
- ძილიანობა, დაღლილობა. ამ მოვლენის ზუსტი ბუნება უცნობია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამასაც ორგანიზმის ჰორმონალურ გადაწყობასთან აქვს კავშირი. გარდა ამისა, ქალი, რომელიც ეჭვობს, რომ ორსულადაა, ქვეცნობიერად ცდილობს, თავი და მომავალი ბავშვი ნეგატიური ფაქტორებისა და გადაღლისგან დაიცვას.
ორსულობის სავარაუდო ნიშნებია: - ცვლილებები სასქესო ორგანოებში - საშვილოსნოსა და საშოში. გინეკოლოგს საშოს გამოკვლევით ორსულობის უკვე მე 5 - კვირას (მენსტრუაციის 1 კვირით გადაცდენის შემდეგ ) შეუძლია შეამჩნიოს საშვილოსნოს ზრდა და ფორმის შეცვლა. საშვილოსნოს ყელი იღებს მოლურჯო ელფერს, საშვილოსნო მსხვილდება და რბილდება, სანაყოფე კვერცხის ჩანერგვის გამო ასიმეტრიული ხდება.
ორსულობის უტყუარი ნიშნებია: - ექოსკოპიური კვლევით ემბრიონის აღმოჩენა, რაც შესაძლებელია მენსტრუაციის 1 - 2 კვირით გადაცდენის შემდეგ. ექოსკოპიურად ადგენენ ასევე ჩანასახის ლოკალიზაციას: ასიდან 1 შემთხვევაში იგი საშვილოსნოს გარეთ მდებარეობს. ასეთ დროს საშვილოსნოგარე ორსულობაზე საუბრობენ.
- ნაყოფის გულისცემა. მისი მოსმენა შესაძლებელია ორსულობის მე - 8 - 20 კვირას.
- ნაყოფის მოძრაობა, რასაც ქალი ორსულობის მე - 16 კვირის შემდეგ შეიგრძნობს.