მადისაღმძვრელი ლაბასხმული („ხალადეცი“): ცნობილი კერძის სწორად მომზადების 12 საიდუმლო!

მადისაღმძვრელი ლაბასხმული („ხალადეცი“): ცნობილი კერძის სწორად მომზადების 12 საიდუმლო!
იმისათვის, რომ ლაბასხმული კარგად გამკვრივდეს და გემრიელი გამოვიდეს, უნდა შეირჩეს სწორად ხორცი, განისაზღვროს ხორცისა და წყლის იდეალური პროპორციები და გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა.

გემრიელი ლაბასხმულის მომზადების საიდუმლოებები:

  1. ლაბასხმული ყველაზე გემრიელი გამოდის რამდენიმე სახეობის ხორცისგან.
  2. მოხარშეთ ბულიონი ღორის ან საქონლის ფეხებისგან, ყურების, კუდისა და ჩლიქებისგან. თუ ფრინველის ხორცისგან ამზადებთ, მაშინ აიღეთ ფეხები და ფრთები. ხორცი არ უნდა იყოს ზედმეტად ცხიმიანი.
  3. უმჯობესია ლაბასხმულისთვის შეარჩიოთ ახალი ხორცი. თუკი გაყინულს გამოიყენებთ გაალღვეთ ის და 1 საათით დაალბეთ ცივ წყალში.
  4. ხარშეთ ხორცი მოზრდილ ქვაბში და პერიოდულად მოხადეთ ქაფი. წყალმა ხორცი მთლიანად უნდა დაფაროს.
  5. ხორცი ლაბასხმულისთვის შემდეგნაირად მოამზადეთ: გაარჩიეთ ძვლებისგან ხელით, დაჭერით წვრილად ბასრი დანით ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  6. იმისათვის, რომ ლაბასხმული გამჭვირვალე გამოვიდეს, ნუ დაუმატებთ წყალს ხარშვისას და ნუ ამოურევთ.
  7. ხარშეთ ხორცი 5,5-10 საათის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე. თუ ხორცი ახალგაზრდაა, ბევრად ნაკლები დრო დაგჭირდებათ მის მოსახარშად.
  8. მარილი ლაბასხმულს ხორცის ბოლომდე მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ. თუკი მანამდე დაამარილებთ, ბულიონი არ გამკვრივდება ისე, როგორც საჭიროა. მარილი მეტი უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი ბულიონის მომზადებისას.
  9. ბულიონში დაუმატეთ სტაფილო და ნიახური. მოხარშვის შემდეგ ნუ გადაყრით მათ, არამედ გამოიყენეთ მოსართავად. ბოსტნეული შეგიძლიათ დაჭრათ ლამაზ ფიგურებად და დაუმატოთ ლაბასხმულს გამკვრვივებამდე.
  10. იმისათვის, რომ ოქროსფერი ლაბასხმული მიიღოთ, ხარშვისას ჩააგდეთ ბულიონში მთლიანი თავი ხახვი, თუმცა, წინასწარ გადაავლეთ მას ცივი წყალი.
  11. იმისათვის, რომ ლაბასხმულს ბუნებრივი არომატი ჰქონდეს, ნუ დაუმატებთ ზედმეტ სანელებლებს. საკმარისი იქნება შავი პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი (არ დაგავიწყდეთ მისი ამოღება, ხარშვის დამთავრების შემდე) და კამის ღეროები.
  12. მოხადეთ ცხიმი ბულიონს ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით. დააფინეთ ბულიონის ზედაპირზე ქაღალდი და მაშინვე აიღეთ. გაიმეორეთ პროცედურა რამდენიმეჯერ ახალახალი, სუფთა ხელსახოცით.




თუკი ლაბასხმულს სწორად მოამზადებთ, ის ნამდვილად გემრიელი გამოგივათ.