ზუთხის სუფ-ხარჩო

ზუთხის სუფ-ხარჩო
fpaparazzi უგემრიელესი და სრულიად განსხვავებული წვნიანის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • ხახვი 3 თავი
  • ტყლაპი 0,5 ჭიქა (დაჭრილი)
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • ნიგოზი 1,5 ჭიქა
  • ნიახური 2 ღერი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ხმელი ქინძის თესლი 1 ჩ/კ
  • ხმელი სუნელი 1 ჩ/კ
  • ცხარე წიწაკა 0,5 ცალი
  • ზუთხი ცხიმიანი 500 გ
  • სტაფილო 1 ცალი
  • სურნელოვანი პილპილის მარცვლები 5 ცალი
  • ოხრახუში 2 ღერი
  • სიმინდის ფქვილი 1 ს/კ


მომზადების წესი:

  1. ზუთხი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 2 ლ ცივი წყალი.
  2. 1 ხახვი და სტაფილო გაასუფთავეთ და დაუმატეთ ქვაბში თევზს. დაუმატეთ ოხრახუში, ნიახური, დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილის მარცვლები და მწიკვი მარილი. დადგით ცეცხლზე 10 წუთით.
  3. ტყლაპს დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, მოურიეთ და გაატარეთ საცერში.
  4. დარჩენილი ხახვი დაჭერით ალყა-ალყა.
  5. თევზი ამოიღეთ ბულიონიდან, დაჭერით პატარა ნაჭრებად. ბულიონი გააგრილეთ, მოხადეთ ცხიმი ზედაპირიდან და მოხრაკეთ მასში ცალკე ქვაბში ხახვი 5 წუთის განმავლობაში.
  6. დაუმატეთ ხახვს სიმინდის ფქვილი, ურიეთ და ხრაკეთ 5 წუთი. ჩაასხით ხახვისა და ფქვილიან ქვაბში ბულიონი (1 ჭიქა დაიტოვეთ), წამოადუღეთ და დაუმატეთ დაჭრილი თევზი.
  7. ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.
  8. ქონდარი დანაყეთ ნიორთან და ხმელ სუნელთან ერთად.
  9. ნიგოზი გაატარეთ ან დააბლენდერეთ. სუნელებისა და ნიგვზის მასა აურიეთ ერთმანეთში და გახსენით მორჩენილ, 1 ჭიქა ბულიონში.
  10. ცხარე წიწაკა დაჭერით წმინდად.
  11. წვნიანის ხარშვის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ ნიგვზის მასა, ცხარე წიწაკა, ტყლაპი.
  12. მზა წვნიანი გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ მარილი. გააჩერეთ 5 წუთი თავდახურულ ქვაბში და შემდეგ გემრიელად მიირთვით!