როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ჩისქეიქი სახლში? ამისათვის მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი და მონდომებაა საჭირო
ჩისქეიქი ამერიკული სამზარეულოს ნამდვილი სიამაყეა, თუმცა ამ ნამცხვრის სახეშეცვლილი რეცეპტი უამრავი ქვეყნის სამზარეულოში გვხვდება. მათგან ყველაზე გემრიელი შოკოლადის ჩისქეიქია, რომლის მომზადებაც სახლის პირობებში ძალიან მარტივია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ორცხობილა- 300გ
- კაკაოს ფხვნილი- 4ს.კ
- არაჟანი- 400გ
- ვანილის ექსტრაქტი- 2ს.კ
- შავი შოკოლადი- 120გ
- კარაქი- 200გ
- მდნარი ყველი- 900გ
- შაქარი- 130გ
- კვერცხი- 4 ცალი
მომზადების წესი:
- ორცხობილა წვრილად დაფხვენით. დაუმატეთ დამდნარი კარაქი და კაკაო.
- მიღებული მასა ჩაასხით საცხობ ფორმაში, გაათანაბრეთ და შედგით მაცივარში.
- ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ 30 %-იანი არაჟანი, მდნარი ყველი, ვანილის ექსტრაქტი, შაქარი და კვერცხი. ყველა ინგრედიენტი მანამ თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- შოკოლადი დაადნეთ და შეურიეთ 12 კოვზი არაჟნიანი მასა. ჩაასხით იგი საკონდიტრო ტომარაში.
- საცხობი ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან. არაჟნიანი მასა მოასხით ორცხობილიან ფენას და ზემოდან საკონდიტრო ტომარის დახმარებით გააფორმეთ სურვილისამებრ.
- გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსამდე.
- შედგით საცხობი ფორმა 150 გრადუსამდე გაუხრებულ ღუმელში 60 წუთით. ამ დროის შემდეგ ნამცვარს მაშინვე ნუ გამოიღებთ და კიდევ 5-7 წუთი დატოვეთ გამორთულ ღუმელში.