შოკოლადისა და ბანანის ბრაუნი

შოკოლადისა და ბანანის ბრაუნი
FPAPARAZZI-ი გირჩევთ შოკოლადისა და ბანანის გემრიელი მიქსი აუცილებად მოამზადოთ.
საჭირო მასალა:
  • 150 გ შოკოლადი
  • 3 ს.კ შაქარი
  • 80 გ კარაქი
  • 1 ს.კ კაკაო
  • 3 კვერცხი
  • 100 გ ხაჭო
  • 1 ბანანი
  • 3 ს.კ ფქვილი

მომზადება:
  1. წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი და კარაქი
  2. ფქვილი და კაკაო ერთმანეთში აურიეთ
  3. 2 კვერცხი და 2 ს.კ შაქარი მანამ თქვიფეთ, სანამ არ გათეთრდება
  4. ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ შოკოლადის მასა, ფქვილი, კაკაო და კარგად აურიეთ.
  5. ცალკე ჯამში ათქვიფეთ ხაჭო, ბანანი, 1 კვერცხი და 1 ს.კ შაქარი. მასა ერთგვაროვანი უნდა იყოს.
  6. ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში ჩაასხით შოკოლადის ცომი. შემდეგ კი მოასხით ხაჭოსა და ბანანის ნაზავი.
  7. ზემოდან ჩანგლით უსწორმასწორო ფიგურები მოახატეთ.
  8. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.

გემრიელად მიირთვით.