დაუვიწყარი ნამცხვარი შოკოლადის განუმეორებელი გემოთი

დაუვიწყარი ნამცხვარი შოკოლადის განუმეორებელი გემოთი
Fpaparazzi-ს მიერ შემოთავაზებული ეს რეცეპტი განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც შოკოლადი უყვარს.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი-3 ს.კ
  • კეფირი- 300მლ
  • კვერცხი- 3ცალი
  • კარაქი- 100გ
  • შაქარი- 1ს.კ
  • სოდა ½ ს.კ
  • კაკაო-50გ
  • გახეხილი შოკოლადი- 100გ

მომზადების წესი:
1. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ
2. დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა
3. მიღებული მასა მოათავსეთ საცხობ ფორმაში.
4. აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.
5. მზა ნამცხვარს მოასხით შოკოლადის მინანქარი ან უბრალოდ გამდნარი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით.