ჩიზქეიქი მარწყვით და თეთრი შოკოლადით ცხობის გარეშე

ჩიზქეიქი მარწყვით და თეთრი შოკოლადით ცხობის გარეშე
FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ ჩიზკეიქის ოდნავ განსხვავებულ, მაგრამ ძალიან გემრიელ რეცეპტს.
საჭირო მასალა:
  • დაფხვნილი ორცხობილა- 175გ
  • კარაქი-50გ
  • თეთრი შოკოლადი- 200გ
  • ნაღების ყველი ("მასკარპონე" ან "ფილადელფია")- 300გ
  • არაჟანი- 200გ
  • მარწყვი- 225გ

მომზადება:
წვრილად დაფხვნილ ორცხობილაში აურიეთ დარბილებული კარაქი, კარგად მოზილეთ და ღრმა ფორმაში თანაბრად გაანაწილეთ, შემდეგ კი შედგით მაცივარში.
შოკოლადი გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბანაზანაზე.
არაჟანი და მდნარი ყველა მანამ თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, დაუმატეთ მარწყვი და გამდნარი შოკოლადი. მიღებული მასა გაანაწილეთ ორცხობილის ბისკვიტზე. შედგით მაცივარში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. ზემოდან გააფორმეთ მარწყვით და შოკოლადით.