როგორ მოვამზადოთ მაფინები ბანანის ცომით 20 წუთში
თუკი ტკბილეული გიყვართ და არც ექსპერიმენტები გაშინებთ, მაშინ უგემრიელესი მაფინების რეცეპტს გთავაზობთ, რომლის მომზადებაც ძალიან ადვილია.
თუკი ფიგურაზე ზრუნავთ, მაშინ გირჩევთ შაქრის ნაცლად, თაფლი გამოიყენოთ.
საჭირო მასალა:
გემრიელად მიირთვით.
თუკი ფიგურაზე ზრუნავთ, მაშინ გირჩევთ შაქრის ნაცლად, თაფლი გამოიყენოთ.
საჭირო მასალა:
- ბანანი- 3 ცალი
- კეფირი- 120გ
- ვანილის ექსტრაქტი- 1ჩ.კ
- გამაფხვიერებელი- 1ჩ.კ
- შოკოლადი- 50გ
- თხილი- 50გ
- კვერცხი- 2ცალი
- თაფლი- 70გ
- ფქვილი- 125 გ
- მარწყვი- 100გ
- კენკრა- 100გ
- ბანანს მოაშორეთ ქერქი და ჩანგლის დაჭყლიტეთ
- დაუმატეთ 2 კვერცხი და მანამ თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიიღებთ.
- დაუმატეთ კეფირი, თაფლი და ვანილის ექსტრაქტი. კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.
- მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. საბოლოოდ უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის სისქის მასა.
- მარწყვი დაწერით 4-5 ნაჭრად
- ცომი ჩაასხით საცხობ ფორმაში. მარწყვი, კენკრა, თხილი და შოკოლადი კი მაფინების გულსართად გამოიყენეთ.
- აცხვეთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით.