მაფინები ვაშლითა და დარიჩნით
fpaparazzi ფუმფულა და გემრიელი მაფინების მომზადების სწრაფ რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- საშუალო ზომის ვაშლი- 2 ცალი
- გამაფხვიერებელი- 1შეკვრა
- ფქვილი- 200გ
- დარიჩინი- ერთი მწიკვი
- შაქარი- 100გ
- კარაქი- 100გ
- კვერცხი- 2 ცალი
- რძე- 100მლ
მომზადების წესი:
- ვაშლი გათალეთ და დაჭერით საშუალო ზომის კუბებად.
- კარაქი დაადნეთ, დაუმატეთ შაქარი და კვერცხი და კარგად ათქვიფეთ.
- ცალკე აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი, დაუმატეთ კვერცხიანი მასა და გამუდმებით ურიეთ.
- დაუმატეთ ცივი რძე, დაჭრილი ვაშლი და კიდევ ერთელ მოურიეთ.
- მიღებული მასა ჩაასხით ფორმებში და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით.