მაფინები შედედებული რძის კრემით

მაფინები შედედებული რძის კრემით
fpaparazzi მაფინების მომზადების ორიგინალურ რეცეპს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 500გ
  • გამაფხვიერებელი- 1ჩ.კ
  • ვანილი-1 გ
  • შაქარი-400გ
  • კვერცხი- 4 ცალი
  • კარაქი- 250გ
  • რძე- 250 მლ

კრემი:
  • მოხარშული შედედებული რძე- 1 ქილა
  • კარაქი- 1 შეკვრა
  • მოსახარში შედედებული რძე- 50- 100 მლ
  • შეგიძლიათ გემოვნებით დაუმატოთ ვანილი და კონიაკი


მომზადების წესი:
1. კვერცხი მანამ თქვიფეთ სანამ არ ამოვა შემდეგ კი ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი
2. კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და დაუმატეთ ათქვეფილ კვერცხს. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილი. შემდეგ დაუმატეთ რძე და მანამ თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ
3. ცომი ჩაასხით კექსის ფორმებში და აცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში
4. კრემის მომზადება: სანამ კრემის მომზადებას დაიწყებთ, კარაქი და შედედებული რძე გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ კი ერთმანეთში აურიეთ.
5. თუ გსურთ, რომ კრემი ფაფუკი გამოვიდეს, მაშინ ცოტა მოსახარში შედედებული რძეც დაუმატეთ.
6. შემდეგ დაუმატეთ ვანილი და რამდენიმე წვეთი კონიაკი.
7. კრემი ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში და მორთეთ კექსები სურვილსამებრ.
გემრიელად მიირთვით!

გემრიელად მიირთვით.