ბანანის უგემრიელესი ნაყინი 5 წუთში!
იმისათვის, რომ ეს უგემრიელესი დესერტი მოამზადოთ დაგჭირდებათ ძალიან ცოტა დრო რამდენიმე ინგრედიენტი...
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ბანანი 4 ცალი
- შავი შოკოლადი 100 გ
- ფხვიერი ნამცხვარი („პეჩენია“) 50 გ
- დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გაფცქვენით ბანანი და მოათავსეთ ჰერმეტულ პაკეტში. გააჩერეთ ხილი 2 საათი საყინულეში. ამასობაში გახეხეთ შოკოლადი და დაფხვენით „პეჩენია“.
- გამოიღეთ ბანანი საყინულედან, დაამტვრიეთ და მოათავსეთ მიქსერის ჯამში. ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე.
- თქვენ ერთგვარ სორბეს მიიღებთ. ისღა დაგრჩენიათ ლამაზად გაანაწილოთ სასურველ ჭურჭელში და მოაყარეთო დაფხვნილი „პეჩენია“ და გახეხილი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!