ნაყინი „ტირამისუ“ - ყველაზე გემრიელი ცივი დესერტი

ნაყინი „ტირამისუ“ -  ყველაზე გემრიელი ცივი დესერტი
fpaparazzi-მ ზაფხულის ცხელი დღეებისთვის უგემრიელესი დესერტის რეცეპტი მოგიმზადათ... მისი მომზადება აუცილებლად სცადეთ!
საჭირო მასალა:
  • 500 გ მასკარპონე ან კრემ-ხაჭო
  • 300 მლ 33-35 %-იანი ნაღები
  • 150 გ შაქარი
  • 8-10 ცალი სავოიარდის ბისკვიტები ან ფხვიერი ნამცხვარი („პეჩენია“)
  • 250 მლ ყავა

მომზადება:
  1. ნაღები და შაქარი ათქვიფეთ ერთად (დიდხანს არ არის საჭირო).
  2. დაუმატეთ მასკარპონე ან კრემ-ხაჭო და აურიეთ (არ ათქვიფოთ).
  3. მიღებული მასა გადაიტანეთ სასურველ ფორმებში.
  4. სავოარდის ბისკვიტები ან ფხვიერი ორცხობილა ჩაყავით მოხარშულ და გაცივებულ ყავაში. (ძალიან სწრაფად უნდა ჩადოთ და ამოიღოთ).
  5. ნაღებისა და მასკარპონეს მასაზე დაალაგეთ ყავაში დასველებული ბისკვიტები.
  6. შედგით მაცივარში 8-10 საათით.
  7. მზა ნაყინი გადმოაბრუნეთ გაშლილ თეფშზე.
  8. სურვილისამებრ მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!