ნაზი, გრილი და გემრიელი დესერტი არაჟნის ჟელეთი და ბანანით
FPAPARAZZI-ის რეკომენდაციაა, ზაფხულის ცხელი დღეები ამ დესერტით გაიგრილოთ. აღნიშნული ინგრედიენტებით 6 პორცია დესერტი გამოდის.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- 500 გ არაჟანი
- 100 გ შაქარი
- 2 ბანანი
- 15 გ სწრაფად ხსნადი ჟელატინი
- 25 გ შოკოლადი
საჭირო მასალა:
- არაჟანი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
- არაჟანს დაუმატეთ შაქარი და მიქსერით ათქვიფეთ, მანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება.
- ჟელატინს დაასხით 100 მl ცხელი წყალი და კარგად ურიეთ, სანამ გრანულები არ გაიხსნება.
- გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, დროდადრო ურიეთ.
- შემდეგ დაუმატეთ ჟელატინი არაჟნიან მასას და ათქვიფეთ.
- ბანანი დაჭერით კუბებად და ჩააწყვეთ სასურველ ფორმაში ან ჭიქაში ისე, რომ ძირი დაფაროს.
- დაასხით ზემოდან არაჟნიანი მასა და შედგით მაცივარში არანაკლებ 1-2 საათისა.
- ამასობაში შოკოლადი გახეხეთ.
- მზა ჟელეს ზემოდან მოაყარეთ შოკოლადი და გემრიელად მიირთვით.