ყველაზე სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი „ჩიტის რძე“
fpaparazzi საყვარელი ტორტის ყველაზე მარტივ რეცეპტს გთავაზობთ!
საჭირო მასალა:
ბისკვიტისთვის:
სუფლე:
მინანქრისთვის:
მომზადების წესი:
1. კვერცხი გაქენით შაქართან ერთად, დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო.
2. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი და აცხვეთ 180-200 გრადუსზე 20 წუთი.
3. ჟელატინი დაალბეთ წყალში 10 წუთი. შემდეგ შეათბეთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გადნება (არ აადუღოთ) და გააგრილეთ.
4. კვერცხის ცილა ათქვიფეთ ბეზეს მიღებამდე. დაუმატეთ შაქრის პუდრა და თქვიფეთ კრემის კონსისტენციის მიღებამდე. ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, დაუმატეთ ჟელატინი.
5. ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად. დასაშლელ ფორმაში მოათავსეთ ერთ ბისკვიტი, გაანაწილეთ მასზე სუფლე და დაადეთ მეორე ბისკვიტი.
6. მოათავსეთ მაცივარში, სანამ სუფლე კარგად არ გამაგრდება.
7. შემდეგ გაადნეთ კარაქი და შოკოლადი ერთად დაბალ ცეცხლზე, თან შეუჩერებლად ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
8. მოასხით მომზადებული შოკოლადის მინანქარი ტორტს და კვლავ შედგით შოკოლადის გამაგრებამდე მაცივარში.
შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
ბისკვიტისთვის:
- 125 გ ფქვილი
- 3 კვერცხი
- 125 გ შაქარი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 8 ს/კ კაკაო
სუფლე:
- 5 კვერცხის ცილა
- 10 გ ჟელატინი
- 300 გ შაქრის პუდრა
- 100 გ წყალი
მინანქრისთვის:
- 50 გ შავი შოკოლადი
- 100 გ კარაქი