როგორ მოვამზადოთ ნიგვზისა და თაფლის შვეიცარიული ნამცხვარი
გთავაზობთ მსოფლიოში სახელგანთქმულ შვეიცარიულ დესერტს ნიგვზითა და თაფლით.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ფქვილი 300 გ
- მარილი 0,5 ს/კ
- შაქარი 380 გ
- ნიგოზი 300 გ
- თაფლი 1,5 ს/კ
- ნაღაბი 215 მლ
- კარაქი 160 გ
- კვერცხი 1 ცალი
- ნუში 25 გ
მომზადების წესი:
- აკეპეთ კარაქი და გააჩერეთ 5 წუთით.
- გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი, 130 გ შაქარი, კვერცხი 200 მლ ნაღები და აკეპილი და დარბილებული კარაქი.
- ასრისეთ ხელით, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა. გაყავით ცომი 2 ნაწილად და გაახვიეთ თითოეული საკვების შესაფუთ ცელოფანში.
- შეინახეთ მაცივარში 40 წუთით.
- სანამ ცომი ცივდება, მოამზადეთ გულსართი. დარჩენილი შაქარი ჩაყარეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხზლე. არ ურიოთ კარამელს, უბრალოდ შეანჯღრიეთ ხოლმე ქვაბი.
- კარამელში ჩაუშვით დარჩენილი ნაღები წვრილ ნაკადად, ურიეთ შეუჩერებლად და განაგრძეთ ხარშვა 5-8 წუთი.
- მსხვილად დაჭერით ნიგოზი და ნუში. დაუმატეთ თაფლთან ერთად კარამელს და გადმოდგით ცეცხლიდან. ამოურიეთ.
- გამოიღეთ ცომი მაცივრიდან. ერთ-ერთი ცომს მოაცილეთ მეოთხედი, რათა შემდგომ გაუკეთოთ ნამცხვარს კიდეები. დარჩენილი ორი ცომი გააბრტყელეთ პერგამენტის ქაღალდზე ორ ფირფიტად.
- ცხიმწასმული ფორმის კიდეებზე გააკეთეთ ცომის ბორტები, დადეთ ფორმაზე ცომის ერთ-ერთი ფირფიტა პერგამენტიანად. გაანაწილეთ ზეთ გულსართი და დააფარეთ ცომის მეორე ფირფიტა პერგამენტის გარეშე.
- აცხვეთ 180 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!