ღუმელში გამომცხვარი ცხელი ბუტერბროდები- იდეალურია მეგობრული თავყრილობისთვის
თუ ცხოვრება ფასტფუდის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, ეს კერძი ნამდვილად თქვენთვისაა. თანაც ეს კერძი არაფერს გავნებთ და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- ბუტერბროდის პური- 12 ცალი
- კეტჩუპი- 80 მგ
- ბაზილიკი- 1 კონა
- ნიორი- 3 კბილი
- ქათამი- 400გ
- მოცარელა- 300გ
- კარაქი- 50გ
- მაგარი ყველი- 30გ
- ქათმის ფილე გარეხეთ. დაჭერით და შეწვით ან მოხარშეთ.
- ბურგერის პურები გაჭერით შუაში. მოათავსეთ მასშ შემწვარი ქათმის ფილე და მოასხით კეტჩუპი.
- ზემოდან დააწყვეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი მოცარელა და მოაყარეთ ბაზილიკი. დააფარეთ ზემოდან ფუნთუშის მეორე ნაჭერი.
- კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, ცოტა ბაზილიკი და გახეხილი ყველი. კარგად აურიეთ. მიღებული მასა მოასხით ფუნთუშებს და შედგით 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.