არომატული სალათა ანანასით, ქათმითა და შემწვარი პურებით

არომატული სალათა ანანასით, ქათმითა და შემწვარი პურებით
fpaparazzi ეგზოტიკური და ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე 300 გ
  • ანანასის კონსერვი 200 გ
  • მაგარი სახეობის ყველი 200 გ
  • თეთრი პური ან ბატონი 100 გ
  • ზეთი
  • მაიონეზი


მომზადების წესი:
1. დაჭერით ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად და შეწვით ზეთში.
2. დაჭერით ბატონიც პატარა კუბიკებად და ასევე შეწვით ზეთში დაბრაწვამდე.
3. კუბიკებად დაჭერით ანანასი, ხოლო ყველი გახეხეთ წვრილად.
4. ღრმა ჯამში ერთმანეთში აურიეთ შემწვარი ქათმის ფილე, ყველი, ანანასი და დაბრაწული პურები.
5. მოასხით მაიონეზი და გემრიელად მიირთვით.