ეს მცენარეული რეცეპტი საუკეთესოა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის!
ადამიანისთვის ყველაზე საშიშია ისეთი სიბერე, ნაადრევად რომ დააუძლურებს, შრომის და სიცოცხლის ხალისს დაუკარგავს. ორგანიზმის დაბერების ერთერთ საფუძველს ათეროსკლეროზი - სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება წარმოადგენს. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ნაყენის რეცეპტს, რომელიც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის გამოგადგებათ, მოგეხსნებათ სისუსტე, მოგიწესრიგდებათ წნევა, გაგიუმჯობესდებათ გულის მუშაობა.
ინგრედიენტები:
მომზადება და გამოყენების წესი:
ნაყენი ასუფთავებს და ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ეფექტიანია ორგანიზმის დასუსტების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების, ქოლესტერინისგან ორგანიზმის გაწმენდის, ათეროსკლეროზისა და წნევის პროფილაქტიკის მიზნით. მკურნალობის კურსი უნდა გაომეოროთ 5 წლის შემდეგ.
ექიმის კომენტარი: აღნიშნული რეცეპტი შეიცავს მეტად მრავალფეროვანი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე მცენარეებს. მიღებულ ნაყენს ექნება ძლიერი ანტიანთებითი, ნაღველმდენი, შარდმდენი, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი მოქმედება. შედეგად კი დადებითად იმოქმედებს იმ პათოლოგიურ ძვრებზე, რომელიც დაბერების პროცესს თან ახლავს.
ინგრედიენტები:
- გვირილა
- კრაზანა
- ნეგო
- არვის ხის კვირტი
- თაფლი
მომზადება და გამოყენების წესი:
- აიღეთ 100-100 გრამი გვირილა, კრაზანა, ნეგო, არყის ხის კვირტები, დაფქვით, აურიეთ ერთმანეთში, ჩაყარეთ მინის ქილაში და დაახურეთ თავი.
- საღამოს 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი, გაფილტრეთ.
- 1 ჭიქა გამონაწურში აურიეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი და ძილის წინ დალიეთ.
- დილით დარჩენილი სითხე ორთქლზე შეათბეთ, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიიღეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
- ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, სანამ ნარევი არ გამოილევა.