ეს ბუნებრივი საშუალებები სამუდამოდ დაგავიწყებთ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას
ვარიკოზი ვენის სანათურის პათოლოგიური გაგანიერებაა, რომელსაც თან სდევს ვენის დაგრძელება და დაკლაკვნა. არის შემთხვევები, როდესაც ვარიკოზულ დაზიანებას სხვა ორგანოთა (საყლაპავის, საშვილოსნოს) ვენები განიცდის, მაგრამ ყველაზე ხშირად ვარიკოზული გაგანიერება ფეხის ვენებზე ვითარდება. უმთავრესად ზიანდება დიდი და მცირე კანქვეშა ვენები.
- სისხლძარღვების გასაწმენდად ძალიან ეფექტურია შემდეგი ვარჯიში: აიწიეთ თითის წვერებზე ისე, რომ ქუსლები იატაკს 1 - 2 სმ -ით მოსწყდეს, ამის შემდეგ მკვეთრად დაეშვით ქუსლებზე. გაიმეორეთ 30 - ჯერ, შეისვენეთ 10 წამი. ვარჯიში უნდა შეასრულოთ მშვიდად, აუჩქარებლად, 3 - 5 - ჯერ დღეში, ყოველ ჯერზე გააკეთეთ არაუმეტეს ქუსლზე 60 დაშვებისა.
- არყის ხის კვირტებით შეავსეთ ნახევარლიტრიანი ბოთლის 1/3 მოცულობა და პირამდე დაასხით არაყი. გააჩერეთ 10 დღის განმავლობაში, პერიოდულად შეანჯღრიეთ. ეს ნაყენი წაისვით მტკივან ადგილებზე.
- ცივი წყლით გარეცხეთ 3 ცალი ანტონოვკა ვაშლი. მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ 3 სთ. შემდეგ ვაშლები დასრისეთ და მიღებული ნარევი გაწურეთ. მიიღეთ ყოველდღე, 50 მლ დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. ნაყენი მოამზადეთ და მიიღეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
- 50 გრ ცხენისწაბლას ყვავილს დაასხით 0,5 ლ ხორბლის არაყი და გააჩერეთ ბნელ ადგილას 14 დღის განმავლობაში, პერიოდულად შეანჯღრიეთ. გაწურეთ და მიიღეთ 30 - 40 წვეთი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3- 4 - კვირა. ამავდროულად, დაზიანებულ ადგილებზე უნდა წაისვათ დღეში რამდენჯერმე შემდეგი მალამო: აურიეთ 10 - 10 გრ, გვირილას ყვავილი, სალბის ფოთოლი და ყვავილი. 50 გრ წაბლის დასრესილი ნაყოფი და 5 გრ სახამებელი. ნარევს დაასხით 200 გრ ცხელი ქათმის ცხიმი და შედგით ღუმელში ასაორთქებლად 2,5 საათით. გამოიღეთ და გააჩერეთ ღამის განმავლობაში, კვლავ შეათბეთ ადუღებამდე, გაწურეთ და გააცივეთ.
- ვენების ვარიკოზული გაგანიერების და თრომბოფლებიტის დროს დააქუცმაცეთ ფხვნილის მიღებამდე მრავალძარღვას ფოთოლი, ტეგანის და ფარსმანდუკის ყვავილი, წაბლის ნაყოფი, ან ყვავილი, ტუხტის, ან ჟოლოს ფესვი ( ყვავილი და ფოთოლი ) და გვირილა. ყველა კომპონენტი თანაბარი რაოდენობით აიღეთ, კარგად აურიეთ და 2 ს/კ ნარევს დაასხით 600 მლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და მაშინვე გადადგით ცეცხლიდან, გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. მიიღეთ 3/4 ჩ/ჭ დილით და საღამოს. ნარჩენი დაიდეთ კომპრესის სახით ღამის განმავლობაში.