ტრომბოფლებიტის და ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალო ხალხური ეფექტური საშუალებები!
ტრომბოფლებიტი ანუ ვარიკოთრომბოფლებიტი ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა. მისი მიზეზი რათქმაუნდა მხოლოდ ვარიკოზულად გაგანიერებული და გადაგვარებული ვენური სისხლძარღვია და არა სისხლის შედედების პათოლოგია, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია.
ხალხური მედიცინა რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს გთავაზობთ:
ხალხური მედიცინა რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს გთავაზობთ:
- ახალი მოწყვეტილი გვიმრა დავნაყოთ და შევურიოთ იმავე რაოდენობის ამჟავებულ რძეს. მიღებული ნარევი თანაბრად წავისვათ გაგანიერებულ ვენების უბანზე. პროცედურა ტარდება 3 - 4 დღე. რამდენიმე დღე შევისვენოთ და კურსი ისევ გავიმეოროთ.
- კომბოსტოს ფოთოლი ოდნავ დავბეგვოთ ( ცომის გასაწევი ჯოხის გადატარებით). ცალ მხარეს წავუსვათ მცენარეული ზეთი და ამავე მხრიდან დავიდოთ ტრომბოფლებიტით დაზიანებულ უბანზე, დავამაგროთ ბინტით და გავიჩეროთ მთელი ღამით. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
- 20 გრ კოთხუჯის დაქუცმაცებულ ძირებს დავასხათ 0,5 ლ სახლში დაყენებული ვაშლის ღვინო, დავაყენოთ ბნელ, გრილ ადგილას 2 კვირით, შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ ვენების გაგანიერების დროს - 2 ს/კ დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.
- 100 გრ თეთრი აკაციის ყვავილს დავასხათ 0,5 ლ არაყი, დავაყენოთ ბნელ ადგილას 2 კვირით, პერიოდულად შევანჯღრიოთ. გავწუროთ და ნაყენისგან გავიკეთოთ კომპრესი კომპრესი ან შეზელვა - ტრომბოფლებიტის დროს.