როგორ გავნთავისუფლდეთ ქრონიკული თავის ტკივილისგან და შაკიკისგან მარტივი საშუალებებით.
შაკიკის დაავადება ხშირია ახალგაზრდა ასაკის ქალებში. ხშირად ის ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს შორის აღინიშნება. თავის ტკივილი შეტევითი ხასიათისაა. მის აღმოცენებას იწვევს ფიზიკური გადაღლა, ძილის რეჟიმის დარღვევა ( უძილობა ან გადაჭარბებული ძილი), ჩახუთულ შენობაში ხანგრძლივად ყოფნა, კუჭ - ნაწლავის აშლილობა, ყაბზობა, ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს ჭარბი მოწევა, შიმშილი, ნერვული განცდები და სხვა. შეტევები გრძელდება საათობით, იშვიათად დღეების მანძილზე.
ტკივილი უმთავრესად აღინიშნება საფეთქელსა და თვაბუდის არეში, ვრცელდება თავის თანამოსახელე ნახევარზე. ზოგჯერ კი მთლიანად თავზე.
შაკიკის და თავის ტკივილის სამკურნალო ეფექტური საშუალებები:
ტკივილი უმთავრესად აღინიშნება საფეთქელსა და თვაბუდის არეში, ვრცელდება თავის თანამოსახელე ნახევარზე. ზოგჯერ კი მთლიანად თავზე.
შაკიკის და თავის ტკივილის სამკურნალო ეფექტური საშუალებები:
- სუსტი, მაგრამ ხშირი თავის ტკივილების მოსახსნელად ყოველდღე მიიღეთ 1 - 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი.
- ძლიერი თავის ტკივილის დროს გაიკეთეთ ინჰალაცია. მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 0,5 ლ წყალი და 0,5 ლ ვაშლს ძმარი. მიღებული ნარევი ადუღეთ, გადადგით ქურიდან და მაშინვე შეისუნთქეთ ანაორთქლი თავის ტკივილის გაყუჩებამდე.
- აიღეთ დაფნის ფოთოლი - 1 წილი, ევკალიპტის ფოთოლი - 1 წილი, წყავის ფოთოლი - 1 წილი. ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ, მოათავსეთ პატარა ბალიშში. როდესაც თავი აგტკივდებათ, დაწექით ამ ბალიშსზე 2 - 3 საათით.
- აიღეთ დაახლოებით 2 სმ დიამეტრის ლიმონის კანი, მოაცილეთ თეთრი ნივთიერება, დაიდეთ საფეთქელზე სველი მხრით და გაიჩერეთ გარკვეული დროის განმავლობაში. მალე ლიმონის კანის ქვეშ გაჩნდება სიწითლე, რომელიც აგეწვებათ და აგეფხანებათ, თავის ტკივილი კი გაგივლით.
- ცაცხვის ყვავილი დააყენეთ და დალიეთ როგორც ჩაი, 1 ჩ/ჭ 2 - 3 - ჯერ დღეში.
- თავის ტკივილის დროს შუბლზე და კეფაზე დაიდეთ თიხისა და წყლის ნარევის საფენები. გარდა ამისა, შველის შემდეგი მალამო: ცისფერი თიხის მცირე რაოდენობა დაალბეთ წყალში და შეურიეთ რამდენიმე წვეთი ძმარი. ყველაფერი კარგად აურიეთ. როგორც კი მასა მალამოს დაემსგავსება, წაისვით ფეხისგულებზე. ზემოდან შემოიხვიეთ ქსოვილი და ჩაიცვით თბილი წინდები. გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში.