როგორ მოვამზადოთ მოხარშული შედედებული რძე სახლის პირობებში- გაიხსენეთ ბავშვობის გემო

როგორ მოვამზადოთ მოხარშული შედედებული რძე სახლის პირობებში- გაიხსენეთ ბავშვობის გემო
შედედებული რძის ხსენებაზე, ალბათ ყველა თქვენგანს ბავშვობა ახსენდება. ხანდახან შეგიძლიათ ყველა საქმე გადადოთ და თავს უფლება მისცეთ თქვენი საყვარელი ნუგბარი სახლის პირობებში მოამზადოთ.
შედედებული რძე ჯერ კიდევ საფრანგეთში მე-19 საუკუნეში მოამზადეს პირველად და უკვე 200 წელზე მეტია პოპულარობა არ დაუკარგავს.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, შედედებული რძე ძალიან სასარგებლო პროდუქტად ითვლება, რადგან მასში კალცის დიდი რაოდენობაა.
საჭირო მასალა:
  • რძე- 1 ჭიქა
  • მშრალი რძე- 1ჭიქა
  • წყალი- 1 ჭიქა
  • კარაქი- 50გ
მომზადების წესი:
  1. შაქარი ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით წყალი. დადგით ცეცხზლზე და გამუდმებით ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.
  2. მიღებულ კარამელს დაუმატეთ კარაქი და ურიეთ სანამ კარაქი არ გადნება და ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  3. ამასობაში, ცალკე ქვაბში გაათბეთ რძე და დაუმატეთ კარამელი. გამუდმებით ურიეთ. არ შეგეშინდეთ, თუკი თავიდანვე მასა ერთგვაროვანი არ იქნება. ის აუცილებლად გათანაბრდება.შემდეგ დაუმატეთ მშრალი რძე და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 3 წუთის განმავლობაში.
  4. შედედებული რძე შეაგრილეთ და გაუწრეთ საწურში. შეინახეთ ქილაში მაცივარში.