რაფაელოს კანფეტები - ხრაშუნა და ძალიან გემრიელი
FPAPARAZZI-ი გირჩევთ ხშირად მოამზადოთ ეს უგემრიელესი კანფეტები. ნატურალურია, გემრიელი და სასარგებლო.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- შედედებული რძე -1 ქილა
- კარაქი- 2-3 ს.კ
- ქოქოსის ფანტელი- 100გ
- ნუში
მომზადება:
- შედედებული რძე ჩაასხით ღრმა ქვაბში ან ტაფაზე და დადგით დაბალ ცეცხლზე.დაუმატეთ კარაქი, გამუდმებით ურიეთ სანამ არ გასქელდება.
- შედედებული რძე ფაფუკი და კრემისფერი უნდა გახდეს.
- შემდეგ დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი (ცოტა ზემოდან მოსაყრელად შეინახეთ), ფრთხილად მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
- სანამ მასა გაცივდება, ნუშის გულები მოხალეთ ტაფაზე.
- გაცივებული შედედებული რძისგან გააკეთეთ ბურთები და თითოეულის გულში მოათავსეთ ნუშის გული.
- ბოლოს კანფეტები ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში და გააცივეთ.
გემრიელად მიირთვით.