სწრაფი პიცა ტაფაზე 10 წუთში: იდეალური კერძი ნოყიერი და სახელდახელო ვახშმისთვის
fpaparazzi დასვენების დღეებისთვის შესანიშნავ ლაიფ-ხაკს გთავაზობთ. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ წესს და 10 წუთში უგემრიელესი პიცა მზად არის!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- კვერცხი 2 ცალი
- მაიონეზი 3 ს/კ
- ფქვილი 9 ს/კ
- ხახვი 1 თავი
- პომიდორი 1 ცალი
- ზეთი 1 ს/კ
- მარილი გემოვნებით
- კეტჩუპი 100 გ
- ლორი 200 გ
- ყველი 50 გ
მომზადების წესი:
- ღრმა ჯამში აურიეთ კვერცხი, არაჟანი და მაიონეზი. დაუმატეთ მარილი და ფქვილი. აურიეთ.
- გაახურეთ ტაფაზე 1 ს/კ ზეთი, დაასხით ცომი, გაანაწილეთ მასზე კეტჩუპი, ზემოდან დაალაგეთ ალყა-ალყა თხლად დაჭრილი ხახვი, ლორის ნაჭრები და პომიდვრის წრეები.
- მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაახურეთ თავსახური. აცხვეთ 10 წუთი.