უგემრიელესი პიცა 20 წუთში

უგემრიელესი პიცა 20 წუთში
fpaparazzi სწრაფი, გემრიელი და ნოყიერი პიცის რეცეპტს გთავაზობთ. არასოდეს დაგეზარებათ მისი მომზადება.

საჭირო მასალა:
ცომისთვის:
  • 2 ცალი კვერცხი
  • 3 ს/კ მაიონეზი
  • ფქვილი 3 ს/კ

გულსართისთვის:
  • ძეხვი 200 გ
  • პომიდორი 1 ცალი
  • ყველი 200 გ
  • ხახვი ნახევარი თავი
  • მწვანილი გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. ცომისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში.
  2. ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტას წაუსვით კარაქი და დაასხით ზედ ცომი.
  3. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი ძეხვი, ხახვი, პომიდორი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  4. მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 15-20 წუთი.


გემრიელად მიირთვით!