სუპ-ხარჩო - ტრადიციული ქართული წვნიანი
fpaparazzi გემრიელი და ძალიან ნოყიერი წვნიანის მარტივ რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- პომიდორი 4 საშუალო ზომის
- 2/3 ჭიქა ბრინჯი
- თითო კონა ქინძი და ოხრახუში
- 2 მსხვილი თავი ხახვი
- 1 კგ საქონლის რბილი ხორცი
- მარილი
- 100 გ ტყლაპი ან ტომატპასტა
- ნიორი 0,5 თავი
- თითო ჩ/კ დაფქული ხმელი ქინძი და ხარჩოს სუნელი
მომზადების წესი:
- ხორცი გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოხადეთ ქაფი და ხარშეთ, სანამ არ დარბილდება.
- ამოიღეთ ბულიონიდან მოხარშული ხორცი, გააცალეთ ძვლები და დაჭერით. ჩააბრუნეთ უკან ბულიონში.
- ადუღებულ ბულიონში ჩაყარეთ ბრინჯი, წმინდად დაჭრილი ხახვი, პომიდორი. შემდეგ დაუმატეთ ადუღებულ წყალში გახსნილი ტყლაპი ან ტომატპასტა, ქინძი და ხმელი სუნელი.
- ცეცხლიდან გადმოდგმამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და ნიორი.
გემრიელად მიირთვით!