იმისათვის რომ გახდეთ, აუცილებელი არაა იშიმშილოთ! საკმარისია მიირთვათ ეს სალათა და ზედმეტი კილოგრამები თავისით გაქრება
პროდუქტის ყიდვისას ხშირად ვაქცევთ ყურადღებას თუ ვინაა მისი მწარმოებელი და რა ღირს. სინამდვილეში უფრო მეტი ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ თუ რამდენად სასარგებლოა ესა თუ ის პროდუქტი. სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გთავაზობთ წითელი კომბოსტოთი და ვაშლით მზადდება და რაც მთავარია, ძალიან სასარგებლოა.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- წითელი კომბოსტო- ¼ ცალი
- ჭარხალი- 1 ცალი
- ბოლოკი- 1 ცალი
- მწვანილი- 1 კონა
- თაფლი- 1 ს.კ
- წყალი 200 მგ
- შავი წიწაკა
- სტაფილო- 1 ცალი
- ლიმონი- 1 ცალი
- ჯანჯაფილი- 30 გ
- ზეითუნის ზეთი- 2ს.კ
- მარილი- გემოვნებით
- კომბოსტო გაასუფთავებთ და წვრილად დაჭერით. გადაიტანეთ ღრმა ჯამში და ხელით აურიეთ რომ უფრო ფაფუკი გახდეს
- სტაფილო, ბოლოკი და ჭარხალი გათალეთ და გახეხეთ
- ვაშლი გათალეთ და წვრილად დაჭერით. ლიმონი ორად გაჭერით- ერთი ნაწილი დაჭერით წვრილად.
- ჯანჯაფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
- აიღეთ ღრმა ჯამი, გამოწურეთ ნახევარი ლიმონიდან წვენი. დაუმატეთ ჯამში 1ს.კ წვენი, თაფლი, ჯანჯაფილი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი, შემდეგ კი კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ყველა დაჭრილი ინგრედიენტი, კარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით.