კიმჩი - კომბოსტო კორეულად
მომზადების დრო- 2,30 წთ, პორციების რაოდენობა- 10, მომზადების სირთულე-ადვილი, კალორიულობა- 111 კკ-ია.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- მწვანე ხახვი- 1 კონა
- წითელი ჩილი
- ბრინჯის ძმარი- 5 ს.კ
- 2ს.კ პაპრიკა
- ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი
- 5ს.კ სოიოს სოუსი
- შაქარი- 2ს.კ
- 1 თავი ჩინური კომბოსტო
- ნიორი- 2კბილი
- მარილი- 3 ჩ.კ
- კომბოსტოს მოაშორეთ ზედა ფურცლები. დაჭერით ძალიან წვრილად. ჩაყარეთ ღრმა ქვაბში დააყარეთ მარილი, გადააფარეთ ცელოფანი და დატოვეთ 24 საათის განმავლობაში.
- მერე დღეს კომბოსტო მსუბუქად დაჭყლიტეთ ხელით, რათა ზედმეტი წვენი მოაშოროთ.
- მწვანე ხახვი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ნიორი დაჭყლიტეთ. ჩილი გარეცხეთ, მოაშორეთ თესლი და წვრილად დაჭერით.
- ჯანჯაფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაუმატეთ ყველაფერი კომბოსტოს და კარგად აურიეთ.
- ერთმანეთში აურიეთ სოიოს სოუსი, შაქარი, პაპრიკა და ცოტა წყალი. შემდეგ კი ეს ყველაფერი მოასხით კომბოსტოს. შედგით მაციავრში 2-3 დღით და გემრიელად მიირთვით.