სალათა ჩინური კომბოსტოთი და ხის სოკოთი

სალათა ჩინური კომბოსტოთი და ხის სოკოთი
fpaparazzi გასწავლით, როგორ მზადდება მსუბუქი და ძალიან გემრიელი სალათა ხის სოკოთი.

მომზადების დრო: 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდნობა: 245 კალ

საჭირო მასალა:

  • 30 გ პარმეზანი
  • ზეითუნის ზეთი 4 ს/კ
  • წითელი ხახვი 1 თავი
  • 0,5 თავი ჩინური კომბოსტო
  • ვაშლის ძმარი 1 ს/კ
  • ნიგოზი
  • მარილი
  • 250 გ ახალი ხის სოკო
  • 1 კონა შაშკვლავი


მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ სოკო, გააშრეთ და დაჭერით მსხვილად. გაახურეთ ტაფაზე 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, მოხრაკეთ სოკო 15 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ურიეთ.
  2. ხახვი გაარჩიეთ, დაჭერით თხელ წრეებად. კომბოსტო და შაშკვლავი გარეცხეთ, გააშრეთ. კომბოსტოს თეთრი ნაწილი დაჭერით 1 სმ-ის სიგანის ნაჭრებად, ფოთელები კი წვრილ ლენტებად. შაშკვლავი გაარჩეთ ფოთლებად. ნიგოზი დაჭერით მსხვილად.
  3. დიდ, ღრმა სასალათეში, ჩაყარეთ კომბოსტო, შაშკვლავი, ხახვი, ნიგოსი და გახეხილი ყველი. მოაყარეთ მარილი, მოასხით დარჩენილი ზეითუნის ზეთი, აურიეთ. სუფრასთან მიტანის წინ დაუმატეთ სოკო.

გემრიელად მიირთვით!