სამარხვო სალათა ვიეტნამურად
ეს უმი ბოსტნეულით მომზადებული სალათა დაბალკალორიულია, სამარხვოა და თან ძალიან გემრიელი.
მომზადების დრი- 30 წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 190კკ.
საჭირო მასალა:
მომზადების დრი- 30 წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 190კკ.
საჭირო მასალა:
- 8 ცალი პომიდორი ჩერი
- 12 მოზრდილი კრევეტი
- 0,5 ჩ.კ მშრალი ჩილი
- თეთრი ღვინის ძმარი- 100მგ
- 1 ჭიქა ქინძი, პიტნა და ბაზილიკი
- 1 ს.კ შაქარი
- მცენარეული ზეთი- 2ს.კ
- 0,5 წითელი ხახვი
- დარიჩინი
- ქეშიუს თხილი
- სტაფილო- 1 ცალი
- 300გ ჩინური კომბოსტო
- ტაფაზე გაახურეთ მცენარეული ზეთი, დაუმატეთ ქეშიუს თხილი. დადგით საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ, სანამ თხილი ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ თხილი ამოიღეთ ტაფიდან და დააწყვეთ ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ.
- ჩინური კომბოსტო გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით.
- სტაფილო გათალეთ, გარეცხეთ და დაჭერით წვრილად.
- ხახვი გაფცქვენით და დაჭერით რგოლებად.
- პომიდორი გარეცხეთ და გაჭერით 4 ნაწილად.
- ცალკე ჯამში ჩაასხით ძმარი, დაუმატეთ შაქარი და დაფქული ჩილი. დადგით ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ მანამ, სანამ შაქარი არ დადნება. შემდეგ გადმოდით და გააცივეთ ოთხის ტემპერატურამდე. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
- კრევეტები მოხარშეთ და გააცივეთ.
- მწვანილი გარეცხეთ, შეშრეთ და წვრილად დაჭერით.
- დარიჩნი გახეხეთ.
- ქეშიუ დაჭერით დანით.
- თხილი, კრევეტები, მწვანილი და დარიჩნი დაუმატეთ სალათს. მოასხით ძმრიანი ჩილი და გემრიელად მიირთვით.