5 საიდუმლო ტკბილი და სასარგებლო მარწყვის ასარჩევად- მხოლოდ ნატურალური კენკრა ნიტრატების გარეშე

5 საიდუმლო ტკბილი და სასარგებლო მარწყვის ასარჩევად- მხოლოდ ნატურალური კენკრა ნიტრატების გარეშე
მარწყვი ბევრისთვის საყვარელი კენკრაა. რომელსაც არა მარტო გასაოცარი არომატი, არამედი საოცარი გემოც აქვს. მარწყვი არაერთ ვიტამინს შეიცავს და თუკი ჯანსაღ ნაყოფს შეარჩევთ, იგი ძალიან სასარგებლოცაა. ხშირად ამბობენ, რომ მარწყვის ანტიდეპრესანტის ფუნქციის შესრულებაც შეუძლია.

რა უნდა ვიცოდეთ მარწყვის შერჩევისას?

სუნი



მარწყვის ყიდვისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიაქციეთ მარწყვის სუნს. რაც უფრო მძაფრი სუნი აქვს, მით უფრო ახალი და გემრიელია მარწყვი.

ფერი



ნატურალური მარწყვი მკვეთრი წითელი ფერისაა. თუ ნამდვილად გემრიელი მარწყვის ყიდვა გსურთ, არ შეიძინოთ ძილიან მუქი ან პირიქით ღია ფერის კენკრა.

ზომა და ფორმა



ამ შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, რადგან მარწყვის იმდენი ფორმა არსებობს, რამდენიც ჯიში. თუმცა არასოდეს შეიძინოთ ძალიან დიდი ან პატარა მარწყვი. უპირატესობა საშუალო ზომის ნაყოფს მიანიჭეთ.

ყუნწი



ყუნწის გარეშე მარწყვი ცუდად ინახება. ყუნწის ღერო და ფოთლები თუ ხასხასაა, ეს იმას ნიშნავს რომ მარწყვიც ახალია.