მარწყვის მურაბა 5 წუთში
მარწყვის მურაბის ეს ვარიანტი საუკეთესოა ამ კენკრის ზამთრისთვის შესანახად. ამ რეცეპტით მურაბა ძალიან არომატული და გემრიელი გამოგივათ.
მურაბის მოხარშვის ეს მეთოდი დიასახლისებს სხვადასხვა მიზეზის გამო მოსწონთ- ასეთი ტექნოლოგიით კენკრა ინარჩუნებს არომატს, ვიტამინებსა და ფორმას. ამასთან, მის მომზადებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.
საჭირო მასალა:
მომზადება:
მარწყვი გავარჩიოთ, გავრეცხოთ. დიდი ზომის მარწყვები გავჭრათ შუაში. შემდეგ ჩავყაროთ თასში, დავაყაროთ შაქარი, დავახუროთ თავსახური და დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე 2- საათით, რათა წვენი გაუშვას. შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და შიგადაშიგ, ფრთხილად შევანჯღრიოთ თასი. მოვხადოთ თეთრი ქაფი და ადუღების შემდეგ ვხარშოთ მხოლოდ 5 წუთი. სანამ ცეცხლიდან გადმოვდგამთ, დავუმატოთ ლიმონის წვენი.
ცხელი მურაბა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. ქილები რამდენიმე საათის განმავლობაში თავდაყირა დააწყვეთ. შემდეგ კი გრილ ადგილას გადაიტანეთ.

- შაქარი- 1კგ
- მარწყვი- 1კგ
- ლიმონის წვენი 1ს/კ