მარწყვის ცუკატები - ასეთი ნუგბარი ჯერ გასინჯული არ გექნებათ

მარწყვის ცუკატები - ასეთი ნუგბარი ჯერ გასინჯული არ გექნებათ
ცუკატი ანუ ჩირი, მრავალი ხილის არსებობს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, მარწყვის არომატული ცუკატი ჯერ არ გაგისინჯავთ. FPAPARAZZI-ი გთავაზობთ რეცეპტს - როგორ მოვამზადოთ მარწყვის ცუკატი.
საჭირო მასალა:
  • 1 კგ მარწყვი
  • 800გ შაქარი
  • 1ლ წყალი

მომზადება:
წყლისა და შაქრისგან მოამზადეთ სიროპი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ჩააწყვეთ მასში მარწყვი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. მარწყვები ფრთხილად ამოიღეთ და დააწყვეთ თუშფალანგზე, რათა წვენისგან დაიწუროს. ამის შემდეგ მარწყვები გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე და შედგით 35-40 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მანამ, სანამ კენკრის ზედაპირი კარგად არ გამოშრება. თუმცა, ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ და მარწყვმა ფორმა და ელასტიურობა არ დაკარგოს.
მზა ცუკატები შეინახეთ მინის ქილაში თავდახურული.
ასეთი წესით მომზადებული ცუკატი არაჩვეულებრივია ნამცხვრებისა და კექსებისთვის, შეგიძლიაT, მოხარშოთ კომპოტი ან გააფორმოთ ტორტი და ნაყინი.