გამომცხვარი პომიდვრისა და კარტოფილის სალათა

გამომცხვარი პომიდვრისა და კარტოფილის სალათა
„რა შეიძლება ისეთი მივირთვათ, რომ დავიკლოთ წონაში“ რამე იტალიური! ზღვა, მზე, მუსიკა და ჯანმრთელი საკვები - ამ ქვეყანაში იციან, ბედნიერი ცხოვრების რეცეპტი! არ დაკირვებიხართ, რომ იტალიელები ყოველთვის მხნედ, მხიარულად და მოხდენილად გამოიყურებიან?

საჭირო მასალა:

  • ნიორი 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი 1 ს/კ
  • 3 საშუალო ზომის პომიდორი
  • კარაქი 1 ს/კ
  • მოხარშული კარტოფილი
  • მარილი
  • მწიკვი ხმელი ბაზილიკი


მომზადების წესი:

  1. ტომატი გაჭერით შუაზე. კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ და ისე, რომ არ გაფცქვნათ, დაჭერით.
  2. ნიორი გაფცქვენით და დაჭერი მსხვილად.
  3. გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. კარაქი გაადნეთ, გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ნიორი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. კარგად აურიეთ.
  4. მიღებული ნარევი წაუსვით კარტოფილსა და პომიდორს.
  5. მოათვსეთ კარტოფილი ნაჭრები ფირფიტაზე, მოათვსეთ ღუმელში 10 წუთით.
  6. შემდეგ დაუმატეთ პომიდვრის ნაჭრები და გააგრძელეთ ცხობა კიდევ 5 წუთი.
  7. მიიტანეთ სუფრასთან ცხელი, მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ ბაზილიკი.

გემრიელად მიირთვით!