კარამელიზებული კარტოფილი პომიდვრის ჩირით
fpaparazzi გემრიელი სამარხვო ვახშმის რეცეპტს გთავაზობთ.
მომზადების დრო: 1 სთ
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: საშუალო
კალორიების რაოდენობა: 487
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 1 სთ
ულუფების რაოდენობა: 4
მომზადების სირთულე: საშუალო
კალორიების რაოდენობა: 487
საჭირო მასალა:
- 2-2 ღერი ქორფა ქონდარი და მაიორანი
- ნიორი 3 კბილი
- შაქარი 150 გ
- მარილი
- ხახვი 1 თავი
- ზეითუნის ზეთი 100 მლ
- 200 გ პომიდვრის ჩირი ზეთში
- 1 კგ ახალი კარტოფილი
მომზადების წესი:
- ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე.
- კარტოფილი გარეცხეთ ჯაგრისით გამდინარე წყალში.
- თითოეული კარტოფილი გაჭერით შუაზე, მოათავსეთ განაჭრელით ზევით ღუმელის ცხიმწასმულ ფირფიტაზე.
- მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და აცხვეთ 30 წუთი.
- ხახვი და ნიორი გაარჩიეთ, ხახვი დაჭერით კუბიკებად, ნიორი - წრეებას. დაფაში გაახურეთ 3 ს/კ ზეთი და მოხარკეთ ხახვი და ნიორი.
- დაუმატეთ გამომცხვარი კარტოფილი და ხრაკეთ ერთად კიდევ 8 წუთი.
- პომიდორი ამოიღეთ ზეთიდან, შეამშრალეთ და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.
- მწვანილი დაჭერით წმინდად და ცოტაოდენი გადადეთ ცალკე.
- პომიდორი და მწვანილი დაუმატეთ კარტოფილს და გააგრძელეთ მოხრაკვა.
- სიროფის მოსამზადებლად შაქარს დაასხით 5 ს/კ წყალი და ხარშეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება და სანამ სიროფი არ გაოქროსფრდება.
- ჩაასხით მიღებული სიროფი ტაფაში კარტოფილთან, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
- სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი ქორფა მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!