იტალიურად შემწვარი კარტოფილი
fpaparazzi უგემრიელესი გარნირის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც მარტივად მზადდება.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- იტალიური ხმელი სუნელების ნარევი 1 ს/კ
- კარტოფილი 6-7 ცალი
- კარაქი 4 ს/კ
- არარაფინირებული ზეითუნის ზეთი 4 ს/კ
- დაჭრილი ოხრახუში ¼ ჭიქა
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- ყველი რომანო 150 გ
მომზადების წესი:
- დაჭერით კარტოფილი ჩხირებად და მოათვსეთ ცივ მარილწყალში.
- მსხვილად გახეხეთ ყველი.
- გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
- ლითონის ფირფიტას წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოათვსეთ მასზე გადაწურული კარტოფილი.
- მოაყარეთ ხმელი სუნელები, ზემოდან მოაყარეთ ყველი და ოხრახუში.
- მოასხით ზეითუნის ზეთი და დაალაგეთ დაჭრილი კარაქის ნაჭრები.
- აცხვეთ ღუმელში 30-45 წუთი.
- ბოლოს მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!