გამომცხვარი კარტოფილი ნივრითა და სანელებლებით

გამომცხვარი კარტოფილი ნივრითა და სანელებლებით
fpaparazzi კარტოფილის მომზადების კიდევ ერთ საინტერესო ვარიანტს გთავაზობთ... გირჩევთ, სცადოთ.

საჭირო მასალა:
  • კარტოფილი 600 გ
  • ზეითუნის ზეთი 0,25 ჭიქა
  • კარაქი 2 ს/კ
  • ნიორი 2 თავი
  • ოხრახუში 1 კონა
  • ლიმონი 0,5 ცალი
  • ქონდარი 1 ს/კ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსამდე.
  2. კარტოფილი გარეცხეთ კარგად, რადგან კანიანად უნდა შეწვათ.
  3. ღრმა ჯამში მოათავსეთ კარტოფილი, დაასხით ზეითუნის ზეთი და გამდნარი კარაქი, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში.
  4. დაჭერით შემდეგ კარტოფილი გარმონივით, შემდეგ გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ლითნის ფირფიტაზე.
  5. კარტოფილის ჩანაჭრებში მოათვსეთ დაჭრილი ნივრის კბილები, ლიმონი და ქონდარი. მოაყარეთ ზემოდან მარილი და შავი პილპილი.
  6. შედგით გახურებულ ღუმელში 1 საათით.

გემრიელად მიირთვით!