უგემრიელესი წვნიანი ყიყლიყოთი

უგემრიელესი წვნიანი ყიყლიყოთი
მომზადების დრო- 1სთ, პორციების რაოდენობა-6, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა 339 კკ-ია.
საჭირო მასალა:
  • ნიორი- 1 კბილი
  • ქინძი- 1 კონა
  • ზეითუნის ზეთი- 3ს.კ
  • ნიახური- 1ღერო
  • კომბოსტო-0,5 კგ
  • სტაფილო- 4 ცალი
  • პომიდორი- 2 ცალი
  • მარილი- გემოვნებით
  • ტკბილი წიწაკა- 2 ცალი
  • ხახვი- 1 თავი
ყიყლიყოსთვის:
  1. პომიდორი- 1 ცალი
  2. პური- 6 ნაჭერი
  3. ნიორი- 1 ცალი
მომზადების წესი:
  1. სტაფილო და ნიახური გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. შემდეგ გაახურეთ 1 ს.კ ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ 10 წუთის განმავლობაში.
  2. კომბოსტო დაჭერით წვრილად. ნიორი დაჭყლიტეთ. დაუმატეთ კომბოსტო და ნიორი ქვაბში სადაც სტაფილო და ოხრახუში ითუშება. დაამატეთ მარილი.
  3. ცეცხლს დაუწიეთ მინიმუმამდე და თუშეთ 10 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ ცოტა წყალი.
  4. ბულგარული და პომიდორი გარეცხეთ. წიწაკა გაჭერით 4 ნაწილად და მოაშორეთ თესლები. პომიდორი ზემოდან ჯვარედინად ჩაჭერით.
  5. ბოსტნეულს ზემოდან მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და შეწვით გრილზე ან ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ პომიდორსა და წიწაკას მოაშორეთ კანი და დაჭერით კუბებად.
  6. ხახვი გაფცქვენთ და წვრილად დაჭერით. დაუმატეთ ქვაბში მოთავსებულ ბოსტნეულს და დაასხით 1 ლ წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ თავდახურული 13 წუთის განმავლობაში.
  7. შემდეგ ქვაბში ჩაამატეთ პომიდორი და წიწაკა. ქვაბი მაშინვე გამორთეთ. დაახურეთ თავსახური და დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში.
  8. პური გამოაშრეთ ღუმელში. ნიორი გაჭერით შუაზე და წაუსვით პურის ნაჭრებს.
  9. პომიდვრები გაჭერით შუაში. პომიდვრის რბილობი თანაბრად წაუსვით პურის ნაჭრებს.
  10. მიირთვით წვნიანი ყიყლიყოსთან ერთად.